ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

19/08/2016

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი 2016 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს დაეთმო. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება – მათ შორის სასმელი წყლებისა და საკანალიზაციო სისტემების, ნაპირსამაგრების, გზების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, საბავშვო ბაღების და სკვერების რეაბილიტაციის პროექტები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, უწერა–შოვის და მუხლი–მრავალძლის გზების რეაბილიტაცია, ცაგერის მუნიციპალიტეტში სპორტკომპლექსისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავადმყოფოს მშენებლობა, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ქ. ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა და სხვა…
საინვესტიციო პროექტების გარდა თათბირზე განხილულ იქნა ბიუჯეტების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტებში, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული ცვლილებები, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის შეშით და პირველი ხარისხის ხე–ტყით უზრუნველყოფისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0