საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან მიულოცა.
”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ – ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან მიულოცა
19/08/2016