ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად, სოფელ ყორილისთავში მცხოვრები შოთა ბრუნჯაძის საცხოვრებელის სახლის მდგომარეობა შეისწავლა. შოთა ბრუნჯაძის სახლის მიმდებარე ტერიტორია 14 აგვისტოს მოსულმა უხვვმა ნალექმა დააზიანა და ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. გამგებელმა ადგილზე მისვლის შემდგომ მოქალაქეს დახმარება აღუთქვა: ზარალი დაითვლება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნულ ტერიტორიას უახლოეს პერიოდში დაიწყება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
ხელვაჩაურის გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა
18/08/2016