ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩაზე ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოხდება დაზიანებული კედლების აღდგენა და მოპირკეთება, რის შემდეგაც ფასადები მაღალხარისხიანი საღებავი საშუალებით შეიღებება.
რაც შეეხება ტროტუარებს, ის ქუჩის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა. სამუშაოები ითვალისწინებს ძველი ფილებისგან ტროტუარების განთავისუფლებას და მის ნაცვლად ახალი დეკორატიული ფილების მოწყობას.
ფასადების რეკონტრუქციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ნიგო +“ ასრულებს, ტროტუარებზე გათვალისწინებულ სამუშაოებს- ,,მშენებელი XXI “.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით ტროტუარებზე სამუშაოების დასრულების თარიღად 13 სექტემბერი, ფასადების რეკონტრუქციიის დასასრულებლად კი 29 სეტემბერი განისაზღვრა.
ჭიათურაში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17/08/2016