რუსთაველი ახალგაზრდები ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში უფასოდ დაისვენებენ

16/08/2016

რუსთავის მერიის დაფინანსებითა და ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ორგანიზებით, რუსთაველი ახალგაზრდები ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში უფასოდ დაისვენებენ.
პროექტის პრეზენტაცია რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, საზაფხულო ბანაკში ორ ნაკადად სულ 180 ახალგაზრდა, მათ შორის რუსთავში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები და წარჩინებული სტუდენტები დაისვენებენ.
ბანაკში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ტრანსპორტითა და სამედიცინო პუნქტით.
დამსვენებლები სპეციალურად შერჩეულ ლიდერებთან ერთად, სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და გარემოსდაცვით აქტივობებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბანაკს ყოველდღიურ მონიტორინგს ,,რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი’’ გაუწევს.
ქალაქის მერიის დაფინანსებით, საზაფხულო ბანაკი რუსთაველი მოზარდებისთვის გასულ წელსაც მოეწყო.
2015 წლის აგვისტოში, არდადეგები სოციალურად დაუცველმა 80-მდე ახალგაზრდამ კოჯორში გაატარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0