მაღალმთიან რაიონებში მუდმივად მცხოვრებთ სექტემბრიდან დანამატი ავტომატურად გაუაქტიურდებათ

16/08/2016

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებმა, პენსიისა და სოციალურ დახმარებაზე დანამატის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ.

„სააგენტოს აქვს ძალიან დაზუსტებული ბაზები, სადაც ამ სტატუსის მქონე ადამიანების ზუსტი მონაცემები ვიცით. ვისზეც დადასტურებულად ვიცით მონაცემთა ბაზაში,რომ არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებელი, დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენს მიერ გატანილი საკითხი გულისხმობს, რომ მათ არ ვაიძულოთ ან არ ვთხვოთ, რომ მოგვმართონ, არამედ ჩვენ შეგვიძლია, რომ ავტომატურ რეჟიმში სექტემბრიდან გავუაქტიუროთ ეს დანამატი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცოვრები პირები სააგენტოსთვის მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში მიიღებენ დანამატს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0