გორის მუნიციპალიტეტში ახალი მარანი ” შატო ატენი” გაიხსნა

15/08/2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი” გაიხსნა. პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, ღვინის ეროვნული საგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. იოსებ ოქრომელიძის თქმით “ახალი მარანი აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ატენის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე. ,,შატო ატენი” სტიმული იქნება სოფლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა მათაც მიჰყონ ხელი მსგავს საქმიანობას”. აღსანიშნავია, რომ ახალი მარანი სტუმრებს ღვინის და არაყის ადგილობრივი სახეობების დაგემოვნების საშუალებას ადგილზე, ტრადიცულად მოწყობილ სადეგუსტაციო ოთახში ქართული სამზარეულოს თანხლებით სთავაზობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0