დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჩატრადა ,,ახალგაზრდული დღეები-2016’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ.
პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის წახალისებას, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას.
,,ახალგაზრდული დღეები-2016’’ საზეიმოდ გაიხსნა ქ. დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფოტოგამოფენით. პროგრამის ფარგლებში, თითოეული დღე დატვირთული იყო სხვდასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებებით; ორგანიზებული იყო, აგრეთვე, სათავგადასავლო ტური ,,ჯომარდობა’’ ფშავის არაგვზე. ახალგაზრდები დაბანაკებულები იყვნენ სოფელ ჩინთში, კეთიმოწყობილ სასტუმრო ,,ანუნაკში’’, სადაც უზრუნველყოფილი იყო დასვენებისა და გართობის ყველა პირობა.
დასკვნით დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდული დღეები დაიხურა კონცერტით, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები.
,,ახალგაზრდული დღეები-2016’’
15/08/2016