თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში სკვერის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცვნენ.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის ფარგლებში, ბილიკებზე ახალი ფილები დაიგება, შეკეთდება საყვავილე თარგები და სკამები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
სკვერის რეაბილიტაცია უახლოეს დროში დასრულდება.
ბექა ნაცვლიშვილმა ქვემო ფონიჭალაში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
13/08/2016