ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი დასასრულს უახლოვდება

12/08/2016

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
დასრულდა 2,5 კილომეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ჯამში წრიული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კილომეტრს შეადგენს.
აღნიშნული გზის მოწყობისთვის შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
• მიწის მოჭრა-დამუშავება და გატანა
• ჭაობიან მონაკვეთში მყარი საფუძვლის მოწყობა
• სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა
• გზის მოსამზადებელი კონსტრუქციის მოწყობა
• არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა და ბეტონის გზის ზედაპირის მოპირკეთება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამასრულებელი სამუშაოები: განათების სისტემის მონტაჟი და გზის გვერდულების საბოლოო კეთილმოწყობა, გზის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი.
ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და ხორციელდება.
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0