რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო

10/08/2016

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი დარწმუნებულია, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, ის ნამდვილად ვერ იტყვის, უნდა ჩაიწეროს თუ არა აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებები მთავრობისგან, დიპლომატიური კორპუსისგან ან ნებისმიერი სხვა უწყებისგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღოს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო”, – განაცხადა იან კელიმ.

გიორგი მარგველაშვილმა ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის სარეფერენდუმო მოთხოვა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვას უარით უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0