ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

10/08/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.
ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე (2 ზოლზე) მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0