ბოლნისის მუნიციპალლიტეტის გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილი შეასრულებს. აღნიშული ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გოგი მეშველიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2014 წლის ივლისში დაინიშნა.
დავით შერაზადაშვილი დაიბადა 1969 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბოლნისში, 1986 წელს დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, 1988-89 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1993 წელს დაამთავრა ინსტიტუტი ვეტერინარი ექიმის პროფესიით. 1994 წელს მუშაობა დაიწყო თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკაში, შემდეგ მუშაობა გააგრძელა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში. 2000-2011 წლებში მუშაობდა სავანეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში. 2012 წლის 29 ივლისამდე იყო შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მენეჯერი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას დავით შერაზადიშვილი შეასრულებს
10/08/2016