დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი აბუსერიძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან და ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელთან, ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად ვაზისუბნის IV მ/რ-ში ავარიული კორპუსები დაათვალიერა. დეპუტატმა და მერიის წარმომადგენლებმა პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და საკითხის უახლოეს მომავალში გადაჭრის გზები დასახეს.
დღესვე, ირაკლი აბუსერიძემ მერვე ლეგიონში, კერძოდ ძმები ორბელების ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები დეპუტატის შუამდგომლობით ხორციელდება.
ირაკლი აბუსერიძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა
10/08/2016