საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია.
ქალაქ ზესტაფონში, ამჟამად მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6-9 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლის მილების ახალი სისტემა (45 კილომეტრამდე), აშენდება 1500 კუბური მეტრ მოცულობის რეზერვუარი. დამონტაჟდება ჩამკეტი ურდულები და მრიცხველები.
ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს
09/08/2016