მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ქუვეითის ელჩს შეხვდა

09/08/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ქუვეითის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ალ სეჰაიანთან (Mubarak Al-Sehaijan).
შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ქუვეითს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. მათ შორის ურთიერთვიზიტების განხორციელება და სამართლებრივი ბაზის განვითარება.
ქუვეითის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0