მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და გუბერნატორის მოადგილემ გურამ ამირიძემ წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლის ლევან მიდელაშვილის და სხვა გმირების უკვდავსაყოფად შექმნილი მემორიალის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. გუბერნატორმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას და მხნეობა და გამძლეობა უსურვა ამასტან ისიც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია დევნილები მალე დაუბრუნდებიან მათ მშობლიურ გარემოში.
დღესვე გუბერნატორი და მისი მოადგილე დაესწრნენ ადგილობრივი მებრძოლების: რეზო ახალკაცის,რეზო ალავერდაშვილის და სხვათა სულების მოსახსენიებლად აღვლენილ პანაშვიდს.
მემორიალის გახსნა დევნილთა დასახლებაში
08/08/2016