დღეს ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე.
ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე სამუშაოები გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთში მიმდინარეობს, სადაც ხდება მონოლითური რკინაბეტონის კამერის მოწყობა, რკინაბეტონის არხის ჩადება და ფილით გადახურვა.
ჟილინის არხი ზღვის სანაპიროდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე პერიმეტრს მოიცავს. თავდაპირველად არხი ღია სახით ფუნქციონირებდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არხის რკინაბეტონით ამოშენება და დახურვა.
სამუშაოები წინსწრებით, 5 თვით ადრე სრულდება. სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით, ეტაპობრივად ხორციელდება დასრულებული მონაკვეთების ექსპერტიზა და სამუშაოების ჩაბარება.
სამუშაოებს კომპანია ,,მშენებელი 80“ ასრულებს. ხელშეკრულება 2015 წლის 30 მარტს გაფორმდა. მისი მოქმედების ვადა 2016 წლის 25 დეკემბერია.
პროექტის ღირებულება 6 მლნ. 317 ათას ლარს შეადგენს.
ჟილინის არხის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა
08/08/2016