ინფრასტრუქტურული სამუშაოები მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს

08/08/2016

დუშეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალის რეაბილიტაცია. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, დაეგო იატაკი, ზეთოვანი საღებავით შეიღება ჭერი და კედლები; მოწესრიგდა სველი წერტილები და პროდუქტის სათავსო, რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად, ფილიალი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
მჭადიჯვრის ადმინიტრაციულ ერთეულში მოეწყო, აგრეთვე, სანიაღვრე არხები; ამჟამად, მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. იგეგმება,ასევე, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0