ვანში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

08/08/2016

დღეს დილიდან ვანის მუნიციპალიტეტში წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა, რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე და მოადგილე მინდია ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მოგვიანებით გამგებელი ქალაქის ცენტრალურ სკვერში მივიდა სადაც ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღესვე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ედმონდ მინაშვილის ავტორობით აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენებას გამგებელი ზაზა ხურციძე,ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ,ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
ფილმის ბოლოს კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გამგებელმა სცენიდან მიმართა.
„ ფასდაუდებელია ომში დაღუპულ გმირთა ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ თავგანწირვას და მათი გმირობის მაგალითებზე აღიზრდებიან ჩვენი შვილები.საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენს სამშობლოს მრავლდ ყავდა მტერი,არაერთხელ შეიღება ქართველი ვაჟკაცების სისხლით საქართველოს მდინარეები ,მაგრამ მტერმა სულიერად ვერ გაგვტეხა,მტერმა ვერ ჩაკლა ქართული სული.სწორედ ეს არის ჩვენი ძალა, სანამ ქართული სული იცოცხლებს საქართველო არ გადაშენდება.“
განაცხადა გამგებელმა ზაზა ხურციძემ
2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს რომელიც ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა: შოთა ხურციძე,შალვა ტრაპაიძე, დავით დვალიშვილი ,ილია გაბუნია და მიხეილ დვალიშვილი.
ჩვენი დროის გმირები ,მათ თავგანწირვას არასდროს დაივიწყებს ქართველი ხალხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0