ხობში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს

08/08/2016

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომში დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმა იაკობ სურმავამ გადაიხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახების წევრებთან ერთად, ხობელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
8 აგვისტოს მემორიალთან – გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას, რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0