საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა დავითმა. მემორიალთან ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილი. ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს, შორაპანში დაიბადა. ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა გმირულად, როცა თავისი დაჭრილი თანამებრძოლების დასახმარებლად მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე. ზაზა ფერაძის ქალიშვილი ანასტასია მამის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა. დემეტრე კი მაშინ წლის და ოთხი თვის იყო. ზაზა ფერაზე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებამ პატივი მიაგო
08/08/2016