ბორჯომში ფინანსისტთა ყრილობა გაიმართა

07/08/2016

დღეს ბორჯომში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ყრილობა გამართა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს 40-მდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია, რომლის მთავარი თემა ადგილობრივ თვითმმართველობებში პროგრამული ბიუჯეტის შექმნა და მისი ეფექტურად გამოყენება იყო გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გახსნა.
როგორც მან აღნიშნა, ბორჯომის მუნიციპალიტეტს ასოციაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
გამგებლის განმარტებით, ახალი მოდელის დანერგვა მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო. მომდევნო წლების ბიუჯეტის დასაგეგმად, პირველ ეტაპზე მოსახლეობის გამოკითვა მიმდინარეობს.
კონფერენციაზე მონაწილე სპეციალისტების განცხადებით, ახალი მოდელის დანერგვის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი იქნება მოსახლეობის ჩართულობა. ამ გზით ბიუჯეტი სწორედ იქნება მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და მათ მიერ წინასწარ შერჩეულ პრიორიტეტებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ყრილობის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლკერ ბენჩმა. მან საკუთარი ქალაქის მაგალითზე, პროგრამული ბიუჯეტის ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ასოციაციის წევრებმა ორგანიზაციის გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიში წარადგინეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0