ევროპული გამოცდილება და კავკასიური პერსპექტივა

06/08/2016

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)ორგანიზებით საზაფხულო სკოლა: „რეგიონული თანამშრომლობა შიდა-მუნიციპალური თანამშრომლობის გზით: ევროპული გამოცდილება და კავკასიური პერსპექტივა“ – გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესთან, და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ – გიორგი ხუბუასთან ერთად გახსნა.
10 დღიანი საზაფხულო სკოლა გერმანიის ტექსნიკური უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. სკოლის მუშაობის ფარგლებში განხილული იქნება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს შორის შიდა-მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის პრობლემები,ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დამეცნიერების ხელშეწყობის გზით,შიდა მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.ასევე, იმსჯელებენ ინფრასტრუქტურული პროქტებზე, სამი ქვეყნის კომპანიების ერთობლივ აქტივობებზე, ენერგომომარაგებისა და შიდა-რეგიონული ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0