დღეს, ქალაქ ახალციხის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა,ახალციხის მერმა ახალგაზრდებთან ერთად საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და პოლიეთილენის ბოთლებისგან გაწმინდა.“-მიუხედავად იმისა, რომ კეთილმოწყობის სამსახური დაუზოგავად მუშაობს და ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ქალაქს, სჭირდება სისუფთავე, მოვლა და პატრონობა. მინდა თხოვნით მივმართო ახალციხელებს, რომ იზრუნონ ქალაქის სისუფთავესა და გამწვანებაზე“ – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ. ახალციხის მერიის ორგანიზებით დასუფთავების არაერთი აქცია ეწყობა. „-ეს ერთჯერადი აქცია არ არის,ასეთი ტიპის აქციები ხშირად იმართება ქალაქში ,ჩვეენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ტიპის აქციებში ხშირად მივიღოთ მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას.სუფთა ქალ აქი ჩვენი სიამაყეა .-აღნიშნა აქციის მონაწილემ გიორგი კაპანაძემ.
ქალაქ ახალციხის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა
05/08/2016