დავით ლეჟავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

05/08/2016

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ „საქართველოს ბანკების ასოციაციისა“ და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა – მხარეებმა განიხილეს კანონპროექტთან დაკავშირებული ძირითადი ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე როგორც ფინანასური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე დეპოზიტართა დაცვის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0