მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ე. წ „შავი ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრებს შეხვდნენ. ტარიელ თუთარაშვილმა კიდევ ერთხელ მოისმინა მოვაჭრეთა პრობლემები და დაზარალებულებს თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. მუნიციპალიტეტისა და ახალი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის მოლაპარაკების შემდეგ, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ დაზარალებულები სავაჭრო დაწესებულებაში ალტერნატიული ფართთ 2 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ისარგებლებენ.
ტარიელ თუთარაშვილი დაზარალებულ მოვაჭრებს შეხვდა
04/08/2016