მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 27 მეწარმე სუბიექტს მიენიჭა

03/08/2016

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 27 მეწარმე სუბიექტს მიენიჭა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მესტიის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ონის, ხულოს, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში ეწევიან, ხოლო მათი საქმიანობის სფერო სხვადასხვაგვარია: მარცვლეული კულტურის მოყვანა, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ცხობა-რეალიზაცია, თაფლის წარმოება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, მერქნის გადამუშავება, სამშენებლო მასალის წარმოება.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://gov.ge/s/dcc80

Tweet about this on TwitterShare on Facebook0