თვითმმართველობა „შავი ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგებს ეცნობა

03/08/2016

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ე.წ. „შავი ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე პირველივე წუთებიდანვე მივიდნენ. ხანძრის ლიკვიდაციას ადგილობრივი სახანძრო – სამაშველო სამსახურის გარდა ქუთაისის, ხარაგაულის, თერჯოლის და „ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამაშველო ბრიგადები ახდენდნენ. ხანძრის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის მობილური ჯგუფები. ხანძარის შედეგად პირველადი ინფორმაციით განადგურებულია 1000 მ2 – მდე ფართობი ტერიტორია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაძლო რესურს გამოიყენებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0