სტიქია ხორხის ხეობაში

02/08/2016

31 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ ხორხის ხეობაში დააზიანა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები და ნაპირსამაგრები; სოფელ ხორხსა და სონისველასთან, ცენტრალურ გზებზე ჩამოწოლილია ქვა-ღორღი და მორები; ჩამონგრეულია სოფელ ლაუშასთან მიმავალი გზა და სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. დაათვალიერა დაზიანებული ტერიტორიები და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებს სჭირდება საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
ამჟამად, ხორხის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია პირველადი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0