დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გაღიზიანება, ხიდაშელის მხრიდან თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია

02/08/2016

სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გაღიზიანება ხიდაშელის მხრიდან თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გუშინდელ განცხადებებზე სხვა ახსნას ვერ პოულობს.

”დიდ პატივს ვცემ ორივე ამ ადამიანს. ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა გვქონდა 4 წლის განმავლობაში. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ გაღიზიანება თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, თუმცა ძნელად წარმომიდგენია ასე იყოს”, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ლევან იზორიას დანიშვნას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, სუბარის თქმით, იზორია არის ძალიან კარგი უფლებადამცველი.

”ის არის ბევრი კარგი წიგნის ავტორი და ერთ-ერთ სახელმძღვანელოს სტუდენტებთან მეც ვიყენებ. მას ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს გავლილი სხვადასხვა სფეროში. რაც შეეხება უშიშროებას, რატომღაც ზოგიერთ დანარჩენს დარჩა საბჭოთა გადმონაშთი როცა ”კა-გე-ბეს” ვებრძოდით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის უშიშროება, მათი მიზანი არის დაიცვან ჩვენი სამშობლო, ჩვენი უსაფრთხოება. ამას ემსახურება ის გამოცდილება რაც მან დააგროვა შსს-სა და სუს-ში. ეს გამოადგება საქმიანობაში. რაც შეეხება მაგალითებს, უამრავი მაგალითია, მათ შორის პოლონეთის თავდაცვის მინისტრი არის უშიშროების ყოფილი მინისტრი”, -განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0