,,შუამთობა-2016“ გაიმართება

01/08/2016

“შუამთობა” უძველესი ქართული დღესასწაულია და იგი ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება.
ამ დღეს იმართება სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტული ღონიძიებები. აგრეთვე ეწყობა ადგილობრივი რეწვის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
სახალხო დღესასწაულზე მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ აჭარული კერძები.
წელს სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა-2016“ მთა საბერწიაში იხსნება 3 აგვისტოს და მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაიმართება.დასკვნითი ზეიმი 7 აგვისტოს ჩატარდება მთა ჩირუხში.
გომის, ღომას, ნაცარას, თეთრობის, მაწყვალთის, ჩირუხის, საბერწიას, მერიაყელის, კატრიანის, ჯანჯღნარისა და გრძელგორის საზაფხულო იალაღებზე მოიალაღეების წინაშე წარსდგებიან ანსამბლები: „შუახევი“, “ზე- კართან“, “უჩამბა’’, “ნაი“, “ფესვები”, „მარეთი“, “იმედი”, “ჭვანა”, ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ხინწკალა“, მომღერალი იმედა მამალაძე.
“შუამთობა 2016“ უმასპინძლებს საპატიო სტუმრებს: ქვეყნის და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებს, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. რაიონის ყოფილ ხელმძღვანელებს, სახელოვან სპორტსმენებს, შუახევის საპატიო მოქალაქეებს, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს, ტურისტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0