არიან თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ

29/07/2016

არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დღეს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც მერიაში ათამდე ადამიანისთვის კორუფციის ბრალდებას ეხება. კერძოდ, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე ჯოკია ბოდოკიას საქმეა.
დავით ნარმანიას თქმით, კორუფციის ფაქტების გამოვლენას მერია შიდა აუდიტის მეშვეობით ახორციელებს, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ და პარალელურ რეჟიმში სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობენ.

„ეს არის იმ ეფექტური მუშაობის შედეგი, რომ ყველა შემთხვევაში ხდება გამოვლენა. თბილისის მერიის სისტემა არის უზარმაზარი, 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად, იმ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, არასწორად მოიქცა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარდა შესაბამისი რეაგირება. რაც არ უნდა ფაქტი იყოს, რეაგირების და დასჯის გარეშე არავინ არ დარჩება“, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0