NDI – გამოკითხულთა თქმით, მათ არჩევანზე გავლენას ახლობლების, მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს

29/07/2016

NDI-ის კვლევების თანახმად, რესპონდენტების თქმით, არჩევნებზე მათ არჩევანზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახლობლების (ოჯახის, მეგობრების), მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეედულებები მოახდენს.
გამოკითხულთა 45%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები, 35%-სთვის მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები, 25%-სთვის პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებია, ხოლო 21%-თვის მათი დამსაქმებლების და თანამშროლების პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს გავლენას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC – საქართველო” ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0