ზესტაფონში განახლებული სპორტული მოედნები გამგებელმა მოინახულა

29/07/2016

განახლებული საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე მისამართზე მოინახულეს და სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს სპორტული აქსესუარები გადასცეს. მუნიციპალიტეტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას. მათ შორისაა საფეხბურთო მოედნების აღდგენა – რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების აგება – კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულდა მათ შორისაა კვალითის დასახლება, სოფელი დილიკაური და შროშა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის, რუსთაველის, და დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონებს. ყველა არსებულ ობიექტზე მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის საფარით, სადაც დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი. ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით. განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურაც. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მხოლოდ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0