გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი მინისტრების კანდიდატურების შესახებ უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა
28/07/2016