პოლიტ საბჭო არ ირჩევს თავდაცვის მინისტრს, გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი

28/07/2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ეტაპზე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატურებთან დაკავშირებით კოსულტაციებს მთავრობის შიგნით აწარმოებს.
„პოლიტ საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, ექნება კონსულტაციები ჯერ თავად მთავრობას გუნდში, პოლიტ საბჭო არ ირჩევს თავდაცვის მინისტრს, გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მთავრობის მეთაურს ექნება კონსულტაციები რის შემდეგაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ კონკრეტულად“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0