საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 25 ივლისის სემეკის სხდომაზე მოქალაქეებს 69 ათას ლარზე მეტი დარიცხული სახდელი ჩამოაწერა. სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
დავები მოიცავდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე მიერთების საკითხებს. მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 69 368.16 ლარი შეადგინა.
”კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, – აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.