ბორჯომში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის – „Check in Georgia” ფარგლებში, კონცერტი გაიმართა. ქართული ჯგუფები „Goofy Land” და „LOUDspeakers“ მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგნენ. მათ მიერ შესრულებულმა ცნობილმა ჰიტებმა ადგილობრივებისა და დამსვენებლის მოწონება დაიმსახურა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის განხორციელების მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.
„Check in Georgia” აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.
ბორჯომში „Check in Georgia” ფარგლებში, კონცერტი გაიმართა
25/07/2016