გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის “ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” თავმჯდომარეს მინდია სალუქვაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგები განიხილეს, რომლის გამარჯვებულიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და “ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” ერთობლივი პროექტი – მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში გახდა.
პროექტის მიზანს გურიის ოთხ მუნიციპალიტეტში რვა საბავშვო ბაღის მაგალითზე, საბავშვო ბაღების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული სერვისების დახვეწას წარმოადგენს. პროექტის ამოცანებია – ოთხივე მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღის ეზო-გარემოს კეთილმოწყობა, სადაც თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები განთავსდება; მშობლების ჩართულობის ხარისხის გაზრდა პროგრამული ბიუჯეტების მომზადების პროცესში; მენეჯმენტის დახვეწა და მომხმარებელთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვა.
აღნიშნული პროექტი თავსებადია “გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან” და ამ დოკუმენტში მოყვანილ პრიორიტეტს შეესაბამება. კერძოდ, კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებას.
გია სალუქვაძე ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” თავმჯდომარეს შეხვდა
25/07/2016