უსუფაშვილი პარლამენტში არ შექმნილა

23/07/2016

4 წელი ვიყავი და ახლაც ვარ თავისუფალი და ამ სავარძლიდან გადასვლის მომენტშიც ვიქნები ისეთივე თავისუფალი, როგორც ამ სავარძლისკენ მოვდიოდი ოთხი წლის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, თუ სად წარმოუდგენია მას თავი პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ.

”თუკი სადმე რამე საჯარო საკეთებელი საქმე და სკამი არსებობს, პარლამენტის თავმჯდომარის სკამის გარდა, ყველგან წარმომიდგენია, ყველგან ვმჯდარვარ, ყველგან ვმდგარვარ, არასამთავრობო სექტორშიც, საექსპერტო საქმეში, საჯარო სამსახურშიც ვყოფილვარ, უმუშევარიც, მასწავლებელიც ვყოფილვარ, არავინაც არ ვყოფილვარ, მაგრამ მიკეთებია საქმე, რაც შესაძლებელი იყო, რომ გვეკეთებინა ყველას ერთად და ასევე იქნება. უსუფაშვილი პარლამენტში არ შექმნილა, ვარ ბედნიერი, რომ ვარ თავისუფალი, 4 წელი ამ სავარძელში ვიყავი თავისუფალი და ამ სავარძლიდან გადასვლის მომენტშიც ვიქნები ისეთივე თავისუფალი, ლაღი, მყარი და შემართული შემდეგი საქმეებისთვის, როგორც ამ სავარძლისკენ მოვდიოდი ოთხი წლის წინ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0