„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სასოფლო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს შიდასასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში დაიგო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კვირიკეში ბეტონის საფარი 42 მიმართულებით 5 690 კვ.მ-ზე მოეწყობა. სამუშაოებს კომპანია „ჯ-ლაინი“ ახორციელებს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 117 629 ლარია გათვალისწინებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით 1 490 696 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად პროგრამით სულ 103 ღონისძიება დაიგეგმა.
კვირიკეში გზების მოწესრიგება მიმდინარეობს
22/07/2016