სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილეებთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერს მარიკა შიოშვილს, ექსპერტ–კოორდინატორ მაია ბიბილეიშვილს და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ავსტრიელ ექსპერტს კარლ რეინერს შეხვდა.
აღნიშნული პროგრამა შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს.