დღეს ,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარიული კომპანია ,,sladler bussnang AG-ის“ ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას კომპანია ,,stadler altenrhein AG-ის“ გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბახი, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის stadler kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია ,,sladler bussnang ag-გან შეიძინა. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება. ახალი მატარებელი ევროპის ყველაზე მარალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემები შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. მატარებლები სრულიად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.
ბათუმში ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
22/07/2016