საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ირანის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან მაჰმუდ ვაეზისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე – რეგიონში განვითარებული საკითხები.
ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებს. შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაღრმავებას.
ირანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.