მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს

22/07/2016

მუნიციპალიტეტის სოციალური ანგარიშვალდებულების პროფილის გაზრდაზე გამგეობის სხდომათა დარბაზში დღეს შეხვედრა შედგა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მომსახურეობის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ხელისუფლების და მომსახურეობის მომწოდებელთა საქმიანობის და ვალდებულებების ეფექტურობის გაზრდას ითვალისწინებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წელს სწორედ მგფ დაფინანსებით ხორციელდება ზესტაფონში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0