რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილესთან, ნოდარ შეროზიასთან ერთად, მყარი ნარჩენების მართვის სფეროში ოპერირებადი კომპანიის ”PKF Georgia“-ს დირექტორ ალექსანდრე მარგიშვილსა და ფრანგული საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის – “Seureca’’ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსთავში კომუნალური ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მაისში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს(EBRD) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება10 მლნ ევროა. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ქვემო ქართლის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) მოემსახურება.
“PKF International”-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელია. საქართველოში “PKF Georgia” 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ის ფრანგულ ფირმა “SEURECA”-სთან ერთად მუშაობს და იბიარდის კონტრაქტორს წარმოდგენს. ‘’PKF Georgia’’-ს მომსახურება აპრობირებულია ინსტიტუციონალურ დონეზე იბიარდის, მსოფლიო ბანკის, ოპეკის, საქართველოს მთავრობისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. კომპანია აუდიტორულ, საბუღალტრო, საშემფასებლო და სხვა სახის იურიდიულ მომსახურებებს ახოციელებს.
რუსთავის მერი PKF Georgia-ს დირექტორს და საკონსულტაციო ფირმის Seureca წარმომადგენლებს შეხვდა
21/07/2016