საერთაშორისო ფესტივალზე „ზღვის ხმები“ კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ვაჯთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. ფესტივალში მონაწილეობას რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი „არტ – მელოდია“ – ც იღებდა. გოგონათა გუნდმა საერთაშორისო ფესტივალს მესამე ადგილის დაკავება შეძლო. ქალაქ ქობულეთში გამართულ ფესტივალზე მონაწილეთა დაფინანსება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მხარდაჭერით მოხდა. როგორც ამსამბლ „ჯავარდენი“ – ს ხელმძღვანელი ამბობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე ზესტაფონმა ასეთი შედეგი აჩვენა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ არა მათი ფინანსური მხარდაჭერა, „ჯავარდენი“ საერთაშორისო ფესტივალზე ვერ მოხვდებოდა“.
„ჯავარდენი“ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
20/07/2016