„თვითმმართველობის სკოლის“ ათი აზერბაიჯანელი სტუდენტი ერთთვიან სტაჟირებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაივლის. პროექტი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“ ახალგაზრდებისთვის განახორციელა, მიზნად ისახავს მათ დასაქმებას, ან სწავლების სპეციალურ კურსს საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
პროექტის მონაწილეები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მიიღო, გაესაუბრა და მომავალი წარმატებები უსურვა.
“როგორც მოგეხსენებათ არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მწვანე კავკასია” წელს მოაწყო თვითმმართველობის სკოლა ჩვენი რეგიონის არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის და მათ შორის ათმა ბოლნისელმა ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა კურსი. შემდგომში ამ ორგანიზაციამ ჩვენ მოგვმართა თხოვნით სტუდენტებისთვის მიგვეცა საშუალება პრაქტიკა გაეარათ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში იმისათვის, რომ იქ მიღებული თეორიული გამოცდილება პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენონ.ჩვენ რათქმაუნდა დავთანხმდით ამ შემოთავაზებას და ამ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ერთი თვის განმავლობაში გაიარონ პრაქტიკა, რაც მათთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და რაც მთავარია საკმაოდ შედეგიანი მათი მომავალი პროფესიული ზრდისათვის”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
„თვითმმართველობის სკოლის“ ათი აზერბაიჯანელი სტუდენტი სტაჟირებას გამგეობაში გაივლის
19/07/2016