ეს ჩვენი ურთიერთობების დასაწყისია, ვინაიდან სერიოზულად შეიძლება გაიზარდოს ორ სახელმწიფოს შორის ბრუნვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მინისტრთან საქართველოში საპასუხო ვიზიტზე შეთანხმდა, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება.
”თითქმის 10 წელია საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმება არსებობს, რომელშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი იყოს კიდევ უფრო დიდი პროგრესი. მნიშვნელოვანია ეს მიმართულება გადაიხედოს და ჩვენ კოლეგასთან სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. 18-19 აგვისტოს საპასუხო ვიზიტი დავგეგმეთ საქართველოში, სადაც ასევე ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესფორუმის გამართავას. ეს ჩვენი ურთიერთობების დასაწყისია, რადგან მართლაც ძალიან დიდია პოტენციალი. სერიოზულად შეიძლება გაიზარდოს ორ სახელმწიფოს შორის ბრუნვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ვინაიდან დღევანდელი სოფლის მეურნეობა საქართველოში არ არის ის, რაც იყო 10 წლის წინ და შესაბამისად ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს”, – განაცხადა დანელიამ.